ბეისბოლში პროფესიული სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი გაფორმდა
ბეისბოლში პროფესიული სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი გაფორმდა

ამერიკული ბეისბოლის ლიგის (MLB) კლუბ ლოს-ანჯელეს ენჯელსის ბეისბოლისტმა მაიკ ტრაუტმა კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 12-წლიანია და სპორტსმენი ჯამში 430 მილიონ დოლარს მიიღებს.

ტელეარხ ი-ეს-პი-ენის (ESPN) ინფორმაციით, ეს თანხა სარეკორდოა პროფესიული სპორტის ისტორიაში.

27 წლის ტრაუტი წელიწადში თითქმის 36 მილიონ დოლარს მიიღებს.