ბეისბოლში პროფესიული სპორტის ისტორიაში სარეკორდო კონტრაქტი გაფორმდა
ამერიკული ბეისბოლის ლიგის (MLB) კლუბ ლოს-ანჯელეს ენჯელსის ბეისბოლისტმა მაიკ ტრაუტმა კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 12-წლიანია და სპორტსმენი ჯამში 430 მილიონ დოლარს მიიღებს.
ტელეარხ ი-ეს-პი-ენის (ESPN) ინფორმაციით, ეს თანხა სარეკორდოა პროფესიული სპორტის ისტორიაში.
27 წლის ტრაუტი წელიწადში თითქმის 36 მილიონ დოლარს მიიღებს.