ბეირუთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
ბეირუთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

ბეირუთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ინციდენტი ლიბანში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს მოხდა.

დემონსტრანტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ლიბანში დამკვიდრებული კონფესიური მართვის სისტემის გაუქმებას ითხოვდნენ. ისინი ასევე აპროტესტებდნენ პრემიერ მინისტრის პოსტზე მუსტაფა აბიდის დანიშვნას, რომელსაც ისინი „მმართველი კლასის წარმომადგენლად“ მიიჩნევენ.

როგორც იუწყება, მომიტინგეთა ნაწილი ლიბანის პარლამენტში შეჭრას შეეცადა, რა დროსაც პოლიციამ ძალა გამოიყენა. შეტაკების შედეგად დაშავდნენ როგორც დემონსრანტები, ისე სამართალდამცველებიც.

პოლიციის დასახმარებლად მობილიზებული იყო შინაგანი ჯარის დანაყოფები.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება ასევე მოხდა საფრანგეთის ელჩის რეზიდენციის სიახლოვესაც, სადაც საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა.