ბეირუთში „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ჰაშემ საფიედინის დაკრძალვის ცერემონია იმართება
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების, ჰასან ნასრალასა და ჰაშემ საფიედინის დაკრძალვის ცერემონია იმართება. ჰასან ნასრალა გასული წლის 27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დაბომბვის დროს მოკლეს, როდესაც ის ბეირუთის ერთ-ერთ უბანში ბუნკერში თათბირს მართავდა.
ნასრალა ხელმძღვანელობდა შიიტურ მუსლიმურ ჯგუფს ისრაელთან კონფლიქტში ათწლეულების განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო არაბი ფიგურა გახდა. ჰასან ნასრალას დღეს დაკრძალავენ.
ჰაშემ საფიედინი ხელმძღვანელობდა „ჰეზბოლას“ ნასრალას მკვლელობიდან ერთი კვირის განმავლობაში და ის ასევე მოკლეს ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად. საფიედინის დაკრძალვის ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება.
„ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერების დაკრძალვის ცერემონიის დროს, ბეირუთის ცაზე ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა. დაბალ სიმაღლეზე ისრაელის სამხედრო ავიაციის გამოჩენას ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა, რომლებიც ყვიროდნენ: „სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას“.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტები დაბომბეს.