ბეირუთში აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ბეირუთში აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

ბეირუთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს.

ლიბანის დედაქალაქში მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები ორი დღის წინ განახლდა. დემონსტრანტებმა დაარბიეს ბანკის ოფისები, შეტაკებები მოხდა ბეირუთის პოლიციის განყოფილებასთან.

ლიბანში უკვე სამი თვეა, საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ითხოვენ. მომიტინგეები ქუჩებში ვადამდელი არჩევნებისა და ერთიანი ეროვნული მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოვიდნენ.