ბეირუთში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამართლდამცველებმა ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ მოედანზე დაახლოებით შვიდი ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სამშაბათს ლიბანის დედაქალაქის, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების გამო, ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.
4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 135 ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-მდე კი, დაშავდა. ლიბანის მთავრობის გადაწყვეტილებით, შექმნილია საგამოძიებო კომიტეტი, რომელმაც პორტში აფეთქების მიზეზი უნდა დაადგინოს.