ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 149-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 აგვისტოს პორტში აფეთქების შედეგად 5 000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული. ლიბანის სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს.

პორტისა და საბაჟოს შვიდ თანამშრომელს, მათ შორის ბეირუთის პორტის მთავარ მენეჯერს, ჰასან კორაიტემს და ლიბანის საბაჟო სამსახურის უფროსს, ბადრი დაჰერს აქტივები გაუყინა. პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაცია მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.