ბეგლარიშვილს ისევ დუბლი შეასრულა, კაშია პლეი-ოფის ფინალშია (ვიდეო)
ბეგლარიშვილს ისევ დუბლი შეასრულა, კაშია პლეი-ოფის ფინალშია (ვიდეო)

ზაქარია ბეგლარიშვილმა ისევ დუბლი შეასრულა. ესტონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მისმა გუნდმა, ტალინის „ფლორამ“ სტუმრად, „პარნუსი“ მიწასთან გაასწორა 1:8.

27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 28-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა გოლი და მიმდინარე სეზონში მესამე დუბლი შეასრულა – ბეგლარიშვილი მეისტრილიგის ბომბარდირებში 12 გოლით მე-2 ადგილზე დაწინაურდა.

გურამ კაშიას „ვიტესი“ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის: არნემელებმა პირველი ეტაპი წარმატებით დასძლიეს – ფლეი-ოფის პირველ მატჩში „დენ ჰააგი“ გასვლაზეც 5:2 დაამარცხეს და სახლშიც – 2:1 და
ფლეი-ოფის ფინალში გავიდნენ.

ევროპის ლიგის საგზურს „ვიტესს“ „უტრეხტი“ შეეცილება, რომელმაც ნახევარფინალში „ჰეერენვენი“ დაამარცხა (2:1, 3:4). საქართველოს ნაკრების მცველმა „დენ ჰააგთან“ განმეორებითი მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა.

ფინალის გამარჯვებულიც ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება. 15 მაისს არნემელები მეტოქეს სახლში მიიღებენ, ხოლო 19-ში განმეორებით მატჩში მის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

უტრეხთან“ შეხვედრის შემდეგ არნემის სტადიონზე საფეხბურთო კონკურსში გამარჯვებული ბავშვი დააჯილდოვეს, რომელსაც არნემელთა გენერალური სპონსორის მიერ დაწესებული პრიზი „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ გადასცა.