ბეგლარიშვილი მეისტრილიგაში დაბრუნდა - თევზაძემ ყაზახეთში გაიტანა #1TVSPORT
ესტონეთის ესილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის „ნომე იუნაიტედმა“ შინ მეორეადგილოსანი „ვიიმსი“ 1:0 დაამარცხა, კონკურენტისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და მეისტრილიგაში (მთავარი ლიგა) დაწინაურება ოფიციალურად გაიფორმა.
ბოლო სამ შეხვედრაში ზაქარია ბეგლარიშვილი გოლს საგოლე გადაცემას ამატებდა. ამჯერად თავის გამოჩენა ვეღარ მოახერხა.
ყაზახეთის ჩემპიონატში ფირუზ მარაქველიძის და ბექა ვაჩიბერაძის „ულიტაუმ“ „ატირაუს“ უმასპინძლა და მე-16 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 53-ე წუთზე მოთამაშე გაუგდეს, მერე ხუთი გოლი გაუშვა და საბოლოოდ 1:5 დამარცხდა. ქართველებს არ უთამაშიათ.
ზურაბ თევზაძის და გუჯა ლობჯანიძის „ჟენისმა“ უხვგოლიან საშინაო დაპირისპირებაში „თურანს“ 6:3 სძლია. ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში თევზაძემ ითამაშა. ლობჯანიძე მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა. ზუსტად ერთ წუთში საჯარიმოს გათამაშების შემდეგ თევაზაძე მცველს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:3.