ბეჟანიშვილმა კანადურ კლუბში დებიუტი 17 ქულით აღნიშნა #1TVSPORT
ბეჟანიშვილმა კანადურ კლუბში დებიუტი 17 ქულით აღნიშნა #1TVSPORT

ქართველი ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას კანადაში განაგრძობს. ის ონტარიოს შტატის ქალაქ გელფის კლუბ „ნაითჰოუქსში“ ჩაირიცხა, რომელიც კანადის ელიტურ საკალათბურთო ლიგაში თამაშობს.

„ნაითჰოუქსს“ 15 მატჩიდან 7 აქვს მოგებული და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.

ბოლო შეხვედრა, რომელშიც ბეჟანიშვილის დებიუტი შედგა „ქორებმა“ „მონრეალთან“ 96:80 მოიგეს. წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის, რომელმაც 23 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.

26 ქულით მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი აჰმედ ჰილი გახდა. მომდევნო მატჩს „ნაითჰოუქსი“ 16 ივლისს გამთენიისას ფრეიზერის წინააღმდეგ გამართავს.