ბეჟან გუნავა „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პარტიას აფუძნებს
ბეჟან გუნავა „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პარტიას აფუძნებს

ბეჟან გუნავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს.

მისი თქმით, პარტიის სახელწოდება „ქართული არჩევანი“ იქნება.

ბეჟან გუნავამ „პატრიოტთა ალიანსიდან“ წასვლის მიზეზებიც განმარტა.

„პატრიოტთა ალიანსში“ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ არ არის. მიუღებელია პარტიის მართვის ის პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღების ის ფორმები, რომელიც „პატრიოტთა ალიანსში“ არსებობს, ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა.

„პატრიოტთა ალიანსი“ აცდენილი იყო რეალურ ინტერესებს, რაც საზოგადოებას აინტერესებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეფუძნებინა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის 90 პროცენტს შეადგენენ ახალგაზრდები და რომლის დასახელება იქნება „ქართული არჩევანი“. ჩვენ შემოვივლით ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, ყველა ოჯახს. დაწყებული მასშტაბური პრობლემებიდან, დამთავრებული რიგითი ოჯახური პრობლემებით, ვიბრძოლებთ ყველა ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, გადაწყვეტის ფორმები კონსტრუქციული დიალოგი იქნება“,- განაცხადა ბეჟან გუნავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღი წინ „პატრიოტთა ალიანსი“ ემზარ კვიციანმაც დატოვა.