BBG Watch - „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ ბიუროს „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს
BBG Watch - „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ოფისი ქართულ ბიუროს „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს

„რადიო თავისუფლების“ ცენტრალურ ოფისი ქართულ ბიუროზე ზეწოლას ახორციელებს და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას აიძულებს, – ამის შესახებ ორგანიზაცია BBG Watch-ი ვაშინგტონსა და თბილისში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღნიშნული ორგანიზაცია აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების მუშაობას უწევს მონიტორინგს.

BBG Watch-ის ინფორმციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს და აცხადებს, რომ ამგავარად „რადიო თავისუფლება“ საქართველოში ნდობას დაკარგავს.

„რუსთავი 2“ მრავალი ქართველის მიერ აღიქმება, როგორც ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი მედიასაშუალება“, – ნათქვამია BBG Watch-ის ინფორმაციაში.

როგორც BBG Watch წერს,  ქართული ბიუროს რუსთავი 2-თან და სხვა ლოკალურ ქართულ არხთან თანამშრომლობის მცდელობის უკან „რადიო თავისუფლების“ ვიცე-პრეზიდენტი და პროგრამირების მთავარი რედაქტორი ნენად პეჟიკი დგას.

BBG Watch-ის ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიუროს თანამშრომლები თავიანთი ოფისის დირექტორს დავით კაკაბაძეს უჭერენ მხარს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული ბიუროს ჟურნალისტებმა მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს ანუ BBG Watch-ის დირეტქორს ჯონ ლენსინგსა და მის მოადგილეს ჯეფ ტრიმბლს წერილი მისწერეს, სადაც ჩივიან, რომ უკვე ერთ წელზე მეტი „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენეტის მხრიდან ზეწოლასა და უსამართლო მოპყრობას განიცდიან.

ჟურნალისტების თქმით, ღია და კოლეგიალური დისკუსიების ნაცვლად, „რადიო თავისუფლების“ ქართული ბიურო სისტემატურად ხდება საქართველოში გარკვეული „მედია ექსპერტების“ არაგამჭვირვალე კრიტიკის სამინზე.

BBG Watch-ი აღნიშნავს, რომ მართვის ამგვარი სტილი უფრო დამახასიათებელია ყოფილი იუგოსლავიისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებისთვის და არა -ამერიკელი გადამხდელების მიერ დაფინანსებული „რადიო თავისუფლებისთვის“.

BBG Watch-ი წერს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ „რადიო თავისუფლების“ მენეჯმენტი უკმაყოფილოა იმით, რომ ქართული ბიურო „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობას ეწინააღმდეგება.

BBG Watch-ის ინფორმაციით, ქართული ბიუროს დირექტორზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მან თანამდებობა დატოვოს.

პირველი არხი პრაღაში, დავით კაკაბაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

დატოვე კომენტარი