BBC - სიმსივნის დიაგნოზი შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით დასვან
BBC - სიმსივნის დიაგნოზი შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით დასვან

სიმსივნის დიაგნოზი შესაძლოა, სისხლის საერთო ანალიზის საშუალებით დასვან. BBC-ის ინფორმაციით, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გუნდმა უკვე გამოსცადა მეთოდი, რომლის საშუალებითაც დაავადების რვა გავრცელებული ფორმის გამოვლენაა შესაძლებელი.

ანალიზი, რომელსაც CancerSEEK – დასახელება აქვს, ცვლილებებს 16 გენში ეძებს, რომლებიც სიმსივნის არსებობის შემთხვევაში მომატებულია.

ტესტი 1 005 პაციენტზე გამოსცადეს, რომლებსაც საკვერცხეების, ღვიძლის, ფილტვის, მუცლის, საყლაპავი მილის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის ან მკერდის სიმსივნე ჰქონდათ.

სისხლის ანალიზმა კვლევის მონაწილეთა 70 პროცენტს ონკოლოგიური დაავადება დაუდასტურა. ტესტი 800 ჯანმრთელ ადამიანსაც ჩაუტარეს და ტესტმა ცდომილება მხოლოდ ერთ შემთხვევაში აჩვენა.

ამ ტესტის საშუალებით იმის განსაზღვრა, რომელი ორგანოა დაავადებული ამ ეტაპზე შეუძლებელია, ამიტომ დადებითი პასუხის შემთხვევაში, დამატებითი დიაგნოსტიკის ჩატარებაა აუცილებელი.

დატოვე კომენტარი