BBC სექსუალური ძალადობის 25 სავარაუდო შემთხვევაზე შიდა გამოძიებას ატარებს
BBC სექსუალური ძალადობის 25 სავარაუდო შემთხვევაზე შიდა გამოძიებას ატარებს

ბრიტანეთის ტელერადიოკომპანია BBC სექსუალური ძალადობის 25 სავარაუდო შემთხვევაზე შიდა გამოძიებას ატარებს. გავრცელებული ცნობით, გამოძიება არ ეხება მხოლოდ ამ დროისთვის მომუშავე თანამშრომლებს და რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა უკავშირდება იმ ადამიანებსაც, რომლებიც ტელერადიოკომპანიაში უკვე აღარ მუშაობენ.

BBC-ის გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე არ აკონკრეტებს, გაათავისუფლეს თუ არა რომელიმე თანამშრომელი გამოძიების მიმდინარეობისას, თუმცა ამბობს, რომ ვითარება სერიოზულია.