BBC - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი ლიდერობს
BBC - საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი ლიდერობს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე BBC-ი სტატიას აქვეყნებს.

„ეგზიტპოლების მიხედვით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხა” – წერს BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილი ფრანგი დიპლომატი რუსეთთან და დასავლეთთან დაბალანსებული ურთიერთობის მომხრეა.

BBC აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც პირდაპირი წესით აირჩიეს.

„საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად მიიჩნევს. ოპოზიცია კენჭისყრის დროს დარღვევებზე საუბრობს, თუმცა მმართველი პარტია ამას უარყოფს. არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთში, რადგან საქართველს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა სურს ” – წერს BBC.