Bayern Extra - ჯერ კვარაცხელია, ახლა ზივზივაძე, შეაჩერეთ ქართველები #1TVSPORT
Bayern Extra - ჯერ კვარაცხელია, ახლა ზივზივაძე, შეაჩერეთ ქართველები #1TVSPORT

შეაჩერეთ ქართველები – ასეთი ხუმრობანარევი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრების გვერდმა, Bayern EXTRA-მ.

პოსტი მას შემდეგ დაიდო, რაც მიუნხენის „ბაიერნთან“ ბუნდესლიგის 32-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, რომლითაც „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე სენსაციური ფრე დააფიქსირა 3:3.

„შეაჩერეთ ქართველები! გასულ კვირას კვარაცხელია იყო, ახლა კი ბუდუ ზივიზივაძეა. ნუ მისცემთ ამ ქართველებს „ბაიერნის“ წინააღმდეგ გოლის გატანის უფლებას“, – წერს გულშემატკივრების გვერდი.