„ბავშვთა კოდექსის“ პროექტში ჩაიწერა, რომ ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება 
„ბავშვთა კოდექსის“ პროექტში ჩაიწერა, რომ ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება 

ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, – აღნიშნული ჩანაწერი „ბავშვთა კოდექსის“  პროექტში განათლების მიღების უფლების თავში გაკეთდა.

აღნიშნულ ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, სადაც ცვლილებებს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე წარადგენს.

ამასთან, „ბავშვის კოდექსში“ ასევე ჩაიწერა, რომ სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში იქნება.

„ბავშვთა კოდექსის“ განათლების მიღების უფლების თავში ნათქვამია, რომ ბავშვს აქვს – ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვისა და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჰარმონიზაციის გზით.