ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობის საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა
ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობის საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა

ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს პირველი სხდომა გამართა.

სხდომას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მექნიზმები ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

ახალშექმნილია ასეთი ფორმატი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, რომლის ამოცანაც არის ბავშვის უფლებებზე ზრუნვა და ბავშვთა კეთილდღეობა. საბჭოში არის ოთხი თემატური ჯგუფი, რომელიც მოიცავს ყველაზე აქტუალურ მიმართულებებს ბავშვთა უფლებებში. მაგალითად, როგორიცაა დეინსტიტუციონალიზაცია. შინაარსობრივად ეს არის დიდი ზომის ბავშთა სახლებიდან უფრო ინდივიდუალურ საჭიროებებზე გადასვლა. მეორეა ბოლო დროს აქტუალურად გაშუქებული სოციალური სამუშაოს რეფორმის შემდგომი საჭიროებები. ასევე ეს არის ეკონომიკური უზრუნველყოფის ფაქტორები, მაგალითად რამდენად ეფექტური იყო ბავშვთა გაზრდილი დახმარება, რომელიც დაიწყო ამ წლიდან“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისი თქმით, თემატურ კომიტეტებზე მთელი რიგი საკითხები განიხილება და საბჭო სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

საკოორდინაციო საბჭოში შედიან სახელმწიფო ორგანიზაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიური ინსტიტუციების წარმომადგენელები, დარგის ექსპერტები და სხვა.