„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, დღეიდან 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო.

ტრენინგების მონაწილეებს დღეს დისტანციურად შეხვდნენ სოფო კილაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და (USAID) მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, სადაც სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი და კოორდინატორი იმუშავებენ. ბავშვიან ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვთან დაკავშირებული ყველა სერვისით, ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლონ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტის ძალისხმევით და დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით საჯარო უწყებებში კადრების მომზადების პირველ ეტაპზე უკვე გადამზადდა – 200 სოცმუშაკი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის; 64 კოდექსის კოორდინატორი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის; ასევე 150 სოცმუშაკი თბილისისთვის, 200 კოდექსის კოორდინატორი და იურისტი.

დეპუტატის ცნობით, ტრენინგები ჩაუტარდა აღმასრულებელი ხელისუფლების პერსონალს (ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების და პროკურატურის თანამშრომლებს).
პარლამენტის მიერ დამტკიცებული კოდექსი პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.