„ბავშვის კოდექსში“ სამშობლოსთან დაკავშირებით ჩანაწერი პროექტის პირველ მუხლში გაკეთდა
„ბავშვის კოდექსში“ სამშობლოსთან დაკავშირებით ჩანაწერი პროექტის პირველ მუხლში გაკეთდა

„ბავშვის კოდექსში“ სამშობლოსთან დაკავშირებით ჩანაწერი პროექტის პირველ მუხლში გაკეთდა.

პირველ მუხლში გაწერილია კოდექსის მიზნები და ამ თვალსაზრისით ნათქვამია, რომ კოდექსის მიზნის განხორციელებამ, სხვა უფლებებთან ერთად, ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ორიენტირებას სამშობლოს, მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე.

როგორც „ბავშვთა კოდექსის“ პროექტის ავტორი სოფო კილაძე აცხადებს, პარლამენტში მომზადებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით, პირველად კანონის დონეზე იქნება გამოყენებული სიტყვა „სამშობლო“.

მისივე თქმით, კოდექსში განმარტებულია, რომ სიტყვა „სამშობლოს“ გამოყენების მიზანია ბავშვის ორიენტირება მშობლიური ენის, მშობლიური ქვეყნის, ტრადიციული კულტურული ღირებულებების პატივისცემაზე.