ბავშვის დედა, რომელიც ძიძას ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხეს
ბავშვის დედა, რომელიც ძიძას ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხეს

ბავშვის დედამ, რომელიც ძიძას ჩვილზე ზეწოლაში ადანაშაულებს ფოთის პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, სატელეფონო საუბრისას კი განაცხადა, რომ პოლიციის შეკითხვებს უკვე უპასუხა.

„გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. დამატებით დეტალებზე კი კომენტარს არ ვაკეთებ“, – აცხადებს ბავშვის დედა.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი ძიძაც.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძიძა ჩვილზე ძალადობს. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად ნახა. ვიდეომასალა ინტერნეტში დედამ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.