ბავარიის სასამართლომ ირანელი დიპლომატის ბელგიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო
ბავარიის სასამართლომ ირანელი დიპლომატის ბელგიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო

ბავარიის ქალაქ ბამბერგის რეგიონულმა სასამართლომ ირანელი დიპლომატის, ასადოლა ასადის ბელგიაში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ასადოლა ასადი ვენაში ირანის საელჩოს მრჩეველია. ის გერმანიაში 1-ელ ივლისს ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს.

ბელგია ასადს ბრალს დებს პარიზში ირანელი ოპოზიციონერების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ტერაქტის დაგეგმვაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განხორციელდება ასადის ექსტრადირება.

მანამდე ბელგიაში დააკავეს წარმოშობით ირანელი წყვილი, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისთვის საჭირო მასალები აღმოაჩნდათ. მათ ტერორისტული თავდასხმის მცდელობაში წაუყენეს ბრალი.

ირანის ხელისუფლება მომხდართან კავშირს უარყოფს.