ბატუტზე ხტომა | საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავეს #1TVSPORT
ბატუტზე ხტომა | საქართველოს წარმომადგენლებმა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი დაიკავეს #1TVSPORT

23-27 თებერვალს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა 2024 წლის მსოფლიო თასი ბატუტზე ხტომაში, სადაც საქართველოს წარმომადგენლები – მარიამ რაგიმოვა და ანანო აფაქიძე 47,530 ქულით სინქრონულ წყვილთა შორის შეჯიბრის ფინალში გავიდნენ, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. პირველ ადგილზე აშშ-ის წყვილი (49,010) გავიდა, მეორე პოზიცია კი ჩინელებმა (48,850) დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა და ამერიკელმა სპორტსმენებმა ყველაზე რთული ვარჯიში (13.1 სირთულის კოეფიციენტი) შეასრულეს.

შეჯიბრებას უძღვებოდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი რუსუდან ხოფერია, რომელიც წელს პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ იმსაჯებს.