ბატუტზე ხტომა | საქართველოს ნაკრებმა ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ახალგაზრდული მსოფლიო თასი საქართველოს ბატუტზე ხტომის ნაკრებმა ექვსი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
სინქრონულ ხტომებში 11-12 წლის გოგონებში მარიამ ბერია და ანანო ქარსაულიძე ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ნინო მარკოზაშვილმა და ქრისტინე პლეხანოვმა ვერცხლი მოიპოვეს.
11-12 წლის გოგონებში სამივე საპრიზო ადგილი ქართული გამოდგა: პლეხანოვი, ქარსაულიძე, მარკოზაშვილი.
ამავე ასაკის შერეულ წყვილებში გიორგი დელიბაშვილმა და ნინო მარკოზაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

13-14 წლის ასაკში სინქრონულ ხტომებში ოქროს მედალი მარიამ გაბრიაძისა და ელენე კირთაძის დუეტმა მოიპოვა. კირთაძე ინდივიდუალურ ხტომებში ვერცხლითაც დაჯილდოვდა.
15-16 წლის ასაკში ნინო ქორიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
17-21 წლის ასაკში სინქრონულ ხტომებში მარიამ რაგიმოვასა და მაკუნა ბოჭორიძის დუეტმა ოქროს მედალი მოიგო, რასაც ბოჭორიძემ კიდევ ერთი ოქრო ინდივიდუალური გამოსვლისას დაუმატა.
ბიჭების მონაგარი ასეთია: 15-16 წლის ასაკში ლუკა ლომთათიძემ – ბრინჯაოს მედალი, ხოლო 17-21 წლის ასაკში ცოტნე ჩხაიძემ ვერცხლი აიღო.

რიმინიში ქართული დელეგაციის შემადგენლობა შედიოდნენ: ლუბა გოლოვინა – საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი; სალომე ბოდაველი – ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ხათუნა კოკობინაძე – ნაკრების მწვრთნელი; ირმა თანდილაშვილი – საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.