ბატუტზე ხტომა | საქართველოს ნაკრების ისტორიული შედეგი - გუნდური მესამე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ბირმინგემში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში ისტორიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც ტურნირზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ ეს ძალზე მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც მოპოვებულია მსოფლიოს უძლიერეს მხტომელებთან პაექრობაში.
ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა (ლუბა გოლოვინა, ანანო აფაქიძე, მარიამ რაგიმოვა, თეონა ჯანჯღავა) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, იქ კი ასევე დამაჯერებლად გამოვიდა, ჩინეთისა და საფრანგეთის გუნდების შემდეგ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.