ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადის ტყეში ხანძარია

21:15, 22.01.2018

ხანძარია ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადის ტყეში.

ცეცხლის კერისკენ სახანძრო ჯგუფები ამ წუთებში მიემართებიან.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლი ტყეში ეკალბარდს გაუჩნდა.

მათივე ცნობით, ხანძრის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი