ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი ფართების დაკანონებას ითხოვს

12:55, 08.10.2019

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შენობაში 2013 წელს თვითნებურად შესახლებული 22 ოჯახი შენობის გადაცემასა და დაკანონებას ითხოვს.

მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეკომიგრანტები არიან და ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებიდან გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩამოსახლდნენ.

„ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, ფართები დაგვიკანონონ. 2013 წელს შემოვედით ამ შენობაში და ვართ მრავალშვილიანები. რამდენჯერმე მივმართეთ აჭარის მთავრობას და უარს გვეუბნებიან“, – განაცხადა აქციის მონაწილე ნატალია ქამადაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობას შენობის დაკანონების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს. მთავრობა მათ მუნიციპალეტეტებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, სადაც აქციის მონაწილეთა მტკიცებით, საცხოვრებლები არ აქვთ.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა. როგორც მან განაცხადა, თუ აჭარის მთავრობა მოქლაქეების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, აქციები გაგრძელდება.

მსგავსი