ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისთვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა 60 მილიონი ლარი გამოყო
ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისთვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა 60 მილიონი ლარი გამოყო

ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციისთვის გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა 60 მილიონი ლარი გამოყო. თანხა რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის განხორციელებისთვის დაიხარჯება და ითვალისწინებს წყლის სისტემების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობას გონიო-კვარიათის დასახლებაში.

ასევე მოეწყობა წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ხელშეკრულებას „ბათუმობის“ დღესასწაულზე ხელი მოაწერეს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „ფაიფერ ფაიფერის“ წარმომადგენელმა ქრისტიან შორნიმ.

ბათუმში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაზე საერთო ჯამში 170 მილიონი ევრო დაიხარჯება.