ბათუმში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

23:21, 01.10.2020

ბათუმში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვი ნალექის გამო წყლის მასა დაგროვდა ე.წ. ჭაობის დასახლებაში.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაფიქსირდა 30-მდე გამოძახება, რაც, ძირითადად, ეზოების დატბორვას უკავშირდება.

„ამ დროისთვის 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა. ყველა მათგანზე მოხდა რეაგირება. არავინ დაშავებულა. გამოძახებების უმეტესობა ეხებოდა ეზოების დატბორვას“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პრობლემურ ადგილებზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ქალაქში აღარ წვიმს.

მსგავსი