ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:38, 17.01.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფის და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა ა.ჩ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი