ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა
ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მუნიციპალური ინსპექციის მიერ სავაჭრო დახლების აღებას ხმაური მოჰყვა.

მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა თევზით მოვაჭრეებს ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვეს. მათი თქმით, მიიღეს შეტყობინება წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებლებისგან, რომ ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.

გარემოვაჭრეები ინსპექციის თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, ცოტახანში კი ტერიტორია დახლებისგან გაათავისუფლეს.

წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეები წლებია, ყიდიან სასურსათო და არასასურსათო დანიშნულების პროდუქტებს. წელიწადნახევრის წინ ბათუმის მერიამ ქუჩაზე გარევაჭრობა სრულად აკრძალა.

დატოვე კომენტარი