ბათუმში წელს საბავშვო ბაღებს მიღმა 1600 აღსაზრდელი დარჩა
ბათუმში წელს საბავშვო ბაღებს მიღმა 1600 აღსაზრდელი დარჩა

ბათუმში წელს საბავშვო ბაღებს მიღმა 1600 აღსაზრდელი დარჩა. ქალაქში მოქმედი 32 საბავშვო ბაღი წლებია, არსებულს მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

ამასთან, ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაკანტურია მხოლოდ 116 ადგილი. უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მიიღონ.

მათივე ინფორმაციით, გასულ წლებში ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. მიზეზად ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა სახელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება.

„გვაქვს როგორც ბაღის, ასევე სკოლების დეფიციტი ქალაქში და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ დანაკლისი შევავსოთ. მერიის შესაბამისი სამსახურები ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს გეგმავენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.