ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ერთსართულიან საცხოვრებლებში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ერთსართულიან საცხოვრებლებში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ერთსართულიან საცხოვრებლებში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაზარალდა 15 ოჯახი. ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„არ ვიცით, როგორ გაჩნდა ცეცხლი, სხვენიდან დაიწყო და საცხოვრებელშიც ჩამოაღწია. რამდენიმე ოჯახი დავზარალდით, არ ვიცი, რა გადარჩა“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომლის განცხადებით, ბათუმის მერია მდგომარეობას შეისწავლის და ყველა დაზარალებული გადაყვანილი იქნება უსაფრთხო ადგილზე. მისივე განმარტებით, ზარალის დათვლის შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ.