ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ინჯალოს დასახლებაში, მშენებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკი ჩაინგრა. ნანგრევებში მოყოლილი ერთი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ცხედარი უკვე ამოასვენეს.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსთა ინფორმაციით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

ჯერ უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი.

დატოვე კომენტარი