ბათუმში უამინდობამ შტორმი გამოიწვია (ფოტოები)
ბათუმში უამინდობამ შტორმი გამოიწვია (ფოტოები)

ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმა და შტორმი იყო. როგორც პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის მიუხედავად, ქალაქის უბნები არ დატბორილა და მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია.

ზღვამ ახალი ბულვარის სანაპიროზე ქვიშა და ხის ნარჩენები გამორიყა. ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის ზურა ბერიძის განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორია თითქმის გაწმენდილია.

„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ჩვენი ბრიგადები, მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. ამ დროისთვის დანაგვიანებული ტერიტორია თითქმის მთლიანად გაწმენდილია”-განაცხადა ზურა ბერიძემ

მთელი ღამის განმავლობაში ასევე იწმინდებოდა ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხებიც.