ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი“ გაიმართა

12:24, 15.05.2022

ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი“ (Expo Batumi) გაიმართა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაში 80-მდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

EXPO BATUMI 2022-ის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Geonet Expo.

მსგავსი