ბათუმში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია [ფოტო]
ბათუმში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია [ფოტო]

ბათუმში მეორე დღეა, ინტენსიურად თოვს.

ამ დროისთვის თოვლის საფარი გარეუბნებში 30 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა ქალაქისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

პირველ თოვლს სუბტროპიკული ქალაქის მცხოვრებლები განსაკუთრებული ხალისით შეხვდნენ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუშაობს ცოცხალი ძალაც, რომელიც თოვლის საფარისგან ტროტუარებს ასუფთავებს. ასევე მიმდინარეობს დათოვლილი დეკორატიული და ბუჩქოვანი ხე-მცენარეების დაფერთხვის სამუშაოები.

ქალაქს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა ბათუმში დღეს საღამოს მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა.