ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი მოეწყო
ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი მოეწყო

ქალაქ ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში ბათუმში მოქმედი, თევზის რესტორნები, ღვინისა და ლუდის კომპანიები და საზოგადოებრივი კოლეჯები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა საქართველოში, უკრაინაში და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები წარმოადგინეს.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუსიკის ფონზე მათთვის საინტერესო კერძები დაეგემოვნებინათ. ასევე, მიეღთ ინფორმაცია თევზის კვებითი ღირებულებებისა და კულინარიული რეცეპტების შესახებ.

ფესტივალი მიზნად ისახავს აქვაკულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის თევზმოშენების სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთდაკავშირებას, მათ შორის გამოცდილებების გაზიარებისა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას.