ბათუმში ტერმინალის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა პორტის ადმინისტრაციული შენობიდან ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს
ბათუმში ტერმინალის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა პორტის ადმინისტრაციული შენობიდან ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს

ბათუმში ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პორტის ადმინისტრაციული შენობიდან მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. ისინი პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ და მედეას ძეგლთან კარვის გაშლას აპირებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერმინალის წინააღმდეგ, აქ გავშლით კარავს და ყველანაირად შევეწინააღმდეგებით, რომ ბათუმისთვის დამღუპველი ეს პროექტი არ განხორციელდეს”,-მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვატო მეგენეიშვილმა.

ჯერჯერობით, აჭარის ხელისუფლებისა და ტერმინალის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.