ბათუმში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარმა პროდუქცია გაანადგურა
ბათუმში, ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარმა პროდუქცია გაანადგურა

ბათუმში, ტექნიკის მაღაზია „ტექნობუმში“ ხანძარი იყო.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია დაახლოებით 250 კვ.მ. ფართი. მაღაზიაში ტექნიკის ნაწილი განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მილიონ ლარზე მეტია.

მიმდინარეობს გამოძიება.