ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ნატო-ს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვა
ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ნატო-ს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია ბათუმში თემაზე – „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს სამიტის შემდეგ“ მსჯელობით გრძელდება.

მეოთხე პანელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრება.

„ვისაუბრებთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის წარმატებები, რაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. ამ არჩევანს ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება. დღეს მონაწილეებს კვლავ მიმართავს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ასევე, მონაწილეებს გერმანიიდან მიმართავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი.

კონფერენციის პარალელურად, ბათუმში დღეს მეგობრული ვიზიტით ნატო-ს ხუთი სამხედრო ხომალდი შემოდის.