ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ტრაილერების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ტრაილერების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ორი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მანქანის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ტრაილერებიდან სამშენებლო მასალები გადმოცვივდა, ჩაიხერგა გზა, რის გამოც ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე შეფერხებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.