ბათუმში თაფლის ფესტვალი იმართება
ბათუმში თაფლის ფესტვალი იმართება

ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა. ბულვარის კოლონადებთან საკუთარი პროდუქცია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 40-ზე მეტმა ცნობილმა მეფუტკრემ გამოფინა. ვიზიტორებს ფესტივალზე წარმოდგენილი რამდენიმე სახეობის თაფლის გასინჯვისა და შეძენის საშუალებაც აქვთ.

ფესტივალზე წარმოდგენილია ასევე ტრადიციული ქართული მეფუტკრეობის აღჭურვილობა.

„უკვე მეოთხედ იმართება თაფლის ფესტივალი ბათუმში და პირველისგან განსხვავებით, მეფუტკრეობასა და თაფლის წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვანი ნახტომი შეინიშნება. წელს ყველა მეფუტკრემ საკუთარი პროდუქტი სავაჭრო ნიშნებით წარმოადგინა, ქართულ თაფლს უდიდესი პერსპექტივები აქვს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი შეფუთვა უცხოეთის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად მას მნიშვნელოვნად დაეხმარება“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

ფესტივალი ორდღიანია და ხვალ ის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლებს. ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაცია.