ბათუმში „სვეტის“ მიერ დაზარალებულებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს
ბათუმში „სვეტის“ მიერ დაზარალებულებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

ბათუმში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულმა ადამიანებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი დამნაშავე პირების დაკავებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

საუბარია 100 ათასობით ლარსა და 400-მდე დაზარალებულ ადამიანზე,რომელთა უმრავლესობა ემიგრანტია.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთი კორპუსის ექვსი სართულია აშენებული. დაზარალებულები ასევე მოითხოვენ, გაუქმდეს ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება, რომელიც აშენებული ექვსი სართულის დემონტაჟს ითვალისწინებს, ასევე ითხოვენ, სხვა კომპანიამ დაასრულოს მშენებლობა.

სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა მიწის ნაკვეთის სრულად შესყვიდის გარეშე დაიწყო. მენაშენეები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

„სვეტი ჯგუფს“ დაზარალებულები თბილისშიც ჰყავს, რომლის ეპიზოდზეც საგამოძიებო უწყებამ კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი