ბათუმში, სურსათის მაღაზიაში მანქანა შევარდა [ვიდეო]

20:24, 21.01.2019

ბათუმში, ჭავჭავაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტომანქანა სურსათის მაღაზიაში შევარდა, მანამდე კი ქალს დაეჯახა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

შემთხვევა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

მსგავსი