ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს 

13:07, 26.04.2020

ბათუმში, ახალგაზრდობის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი.

შსს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღებას უკავშირდება. მათივე ცნობით, უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მსგავსი