ბათუმში სოლიდარობის აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს [ფოტო]
ბათუმში სოლიდარობის აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს [ფოტო]

ბათუმში სოლიდარობის აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება.

დაკავების მოტივი უცნობია. პოლიციამ სამი ადამიანი იმ დროს აიყვანა, როდესაც მემედ აბაშიძის გამზირზე მსვლელობა მიმდინარეობდა.

ბათუმში, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

We dance together, we fight together -აქცია ამ სახელწოდებით ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკასა და სამართალდამცველების მხრიდან ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლის გუშინდელ ფორმებს აპროტესტებენ.