ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
ფორუმი სახელწოდებით „სოფლის ტურიზმი როგორც ბიზნესი“ მიზნად ისახავს სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას.
კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენციაა, რომელსაც უკვე მეორედ ვატარებთ. კონფერენციაში მსოფლიოდ მასშტაბით ექვსი ქვეყნიდან 150-მდე დელეგატი ესწრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რომლებიც სოფლად გვაქვს. საქართველოს მოქალაქეების 50 პროცენტზე მეტი ცხოვრობს სოფელში და ჩვენ გვაქვს ფანტასტიური შესაძლებლობა, რომ დავაინტერესოთ ჩვენი ეკოტურიზმითა და სოფლად ტურიზმის განვითარებით პოტენციური მომხმარებლები. სახელმწიფო ბუნებრივია ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განვავითაროთ ტურიზმი სოფლად, რაც დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სტატისტიკას 99 პროცენტია ზრდა გვაქვს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული”,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა.
სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.