ბათუმში 12 წლის მოზარდი მსუბუქი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბათუმში 12 წლის მოზარდი მსუბუქი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმში, ქალაქის მე-7 სკოლის მოსწავლე, რომელსაც წვივზე  ჭრილობა ჰქონდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდენარე ტერიტორიიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

„ ჭრილობა არ იყო მძიმე, თუმცა მაინც გადავიყვანეთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში. მოზარდმა ექიმებთან განაცხადა, რომ ჭრილობა წაქცევის შედეგია“-განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

შემთხვევას აჭარის განათლების სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან შემთხვევა გაკვეთილების შემდეგ მოხდა იმ ადგილზე, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორია არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.