ბათუმში შუახნის ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ბათუმში შუახნის ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, თამარის დასახლებაში შუახნის ქალს ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი მიიმალა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებულს წვივის მოტეხილობა და დაბეჟილობები აღენიშნება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ექიმებმა განაცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია.